|
2016-07-14 14:49:56, 572 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი განვითარებისათვის“ პრეზენტაციასთან დაკავშირებული ვორქშოფი გაიმართა
ტექნოპარკში პროგრამის „ფართოზოლოვანი ინტერნეტი განვითარებისათვის“ (BFD) პრეზენტაციასთან დაკავშირებული ვორქშოფი გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, BFD პროგრამის მიზანია შექმნას მოთხოვნა ფართოზოლოვან ინტერნეტზე საქართველოს რეგიონებში და გაზარდოს აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამით, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომლის ამოცანაა ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებით. BFD პროგრამის საბოლოო მიზანია საქართველოს რეგიონების სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)