|
2016-07-14 11:56:11, 555 ნახვა
საზოგადოება
ბუდაპეშტის ქუჩაზე 400 მეტრამდე სიგრძის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბუდაპეშტის N3ა-3ბ-ში სანიაღვრე სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კორპუსების ეზოს ნაწილში უკვე დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, რომლებიც, საბოლოოდ, პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ სანიაღვრე კოლექტორს უნდა დაუერთდეს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ შეამოწმეს. შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ქსელის მოწყობა წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. „ამ კორპუსების მოსახლეობა გამგეობისაგან ითხოვდა შიდაკვარტალური გზების მოასფალტებას, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, სანიაღვრე ქსელის მოწყობის გარეშე საგზაო სამუშაოების განხორციელება არაეფექტური იქნებოდა, რადგან ეზოებში ნალექიანი ამინდის დროს მუდმივად გუბდებოდა წყალი, სწორედ ამიტომ იყო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურაც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მალე ეს დისკომფორტი მოსახლეობას აღარ ექნება“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავამ. პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „პალიტრა“ ახორციელებს. სამუშაოების მოცულობა მასშტაბურია, რადგან გარდა აღნიშნული კორპუსისა, ის ცენტრალურ ქუჩაზეც გადის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)