|
2016-07-13 11:53:02, 3901 ნახვა
კულტურა
არტ-ჰოლში ნოდარ ნიკოლაიშვილის საავტორო საღამო გაიმართება
არტ-ჰოლში დღეს, 20:00 საათზე, კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის საავტორო საღამო გაიმართება. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მსმელის წინაშე წარდგებიან „ოთხი გია", ნუგზარ კვაშალი, გელა ბერაძე, მიშიკო ზაქარიაშვილი, მამაუკა ონაშვილი, გია დავითიანი, ტატო გოდერძიშვილი, ნინო ძოწენიძე, ჯარჯი ასათიანი, ანსამბლი „იმერეთი" და პოეტი ნანა ცინცაძე. პროგრამას ჯონი ჯანაშია წაიყვანს. ღონისძიება კომპოზიტორის შემოქმედების 50-ე საიუბილეო წელს ეძღვნება. ნოდარ ნიკოლაიშვილმა მოღვაწეობა 1960-იან წლების მიწურულს დაიწყო. იგი იყო ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ნერგები" მუსიკალური ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის „რერო" პიანისტი, საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის რეჟისორი, ა.ს. პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სიმფო-ჯაზის დირიჟორი და ხელმძღვანელი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საესტრადო ანსამბლის ხელმძღვანელი. 1990-იან წლებში ხელი კომპოზიტორობას მიჰყო და მრავალ წარმატებას მიაღწია ამ სფეროში. XX საუკუნის მიწურულს ნოდარ ნიკოლაიშვილი გაემგზავრა მოსკოვში. მისი მოღვაწეობის წლები დაემთხვა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას. მიუხედავად ამისა, მის სიმღერებს მღეროდნენ ისეთი რუსეთის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ნიკოლაი კარაჩენცოვი, ლარისა დოლინა, ნატალია ვეტლიცკაია, ჯგუფი „ლუბე", ნიკოლაი რასტორგუევი, კატია ლელი, ჯგუფი „ტეტ-ა-ტეტი", ირაკლი ფირცხალავა, სოსო პავლიაშვილი და დიანა ღურწკაია. ნოდარ ნიკოლაშვილს წლების განმავლობაში მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები „ევროპა +", „ოქროს ნოტი" და „ოქროს კამერტონი". იგი ასევე გახლავთ მრავალი საერთაშორისო საესტრადო სიმღერის ფესტივალის ლაურეატი. 1992 წლიდან კომპოზიტორმა გამოუშვა შემდეგი ალბომები: „...და ღამეები სანთლებს მინთებენ", „დრო", საუკეთესო სიმღერების კრებული _ „უცნაური შეხვედრები", „ჩემი ვერის უბანი", ახალი სიმღერების კრებული _ „თბილისური ავტოგრაფი". თბილისში მას ჩატარებული აქვს 4 საავტორო კონცერტი: 2002-2004 წლებში დიდ საკონცერტო დარბაზში, ხოლო 2007 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2007 წელს შექმნა გარე ოპერა ორ მოქმედებად დიდ ქართველ მეფეზე ერეკლე მეორეზე „ხვედრი მეფისა", რომელშიც მონაწილეობენ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)