|
2016-07-12 19:11:54, 803 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტები საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს თავიდან შეაფასებენ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოწვევით, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტა მისია იმყოფება, რომელიც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ინდიკატორების შეფასებას ეძღვნება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნდა ანგარიში „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“, სადაც საქართველოს უჭირავს პირველი ადგილი ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიხედვით. გამოქვეყნებული ანგარიში ჯანრმერთლობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) "მსოფლიო ჯანმრთელობის სტატისტიკა-2016" მონაცემებს ეყრდნობა, სადაც გამოყენებულ იქნა ჯანმო-ს ახალი მეთოდოლოგია, რომელიც გარდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ტრადიციული მაჩვენებლისა, 2012 წლიდან იყენებს შინამეურნეობებში გათბობისა და საკვების დაბინძურების სავარაუდო დონეს. გამოქვეყნებული ციფრების რელევანტურობისა და ვალიდურობის დასადგებად მიზანშეწონილა ჩაითვალა და დაიგეგმა ჯანმო-ს ექსპერტთა მისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც განხორციელდა 11-12 ივლისს. ჯანმო-ს ექსპერტებს ქალბატონ ანეტე პრუს უსტინს და ქალბატონ მარია ევა ჰეროქს შეხვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებში და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. მისია შეხვდა საერთაშორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)