|
2016-07-12 19:04:34, 620 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამზადებული ხის ნაკეთობები, ავეჯი, სათამაშოები, ხატები, ნახატები და აქსესუარები წარმოადგინეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით „პატიმრობის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობების რეალიზაცია მოახდინონ. ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. დღესვე მოეწყო იმ ონლაინმაღაზიის პრეზენტაციაც, რომელის მეშვეობითაც პატიმრებს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა შეეძლებათ. „ვფიქრობ, რომ ასეთი საამქრო მათთვის არის იმ ნიჭის რეალიზაციის საშუალება, რომელიც პატიმრებს გააჩნიათ. ეს პროექტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისათვის ფინანსური თვალსაზრისითაც. რაც მთავარია, მსჯავრდებულები იქნებიან მოტივირებულები და იამაყებენ, რომ შეძლებენ დაეხმარანონ საკუთარ ოჯახებს,"- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ. პირველი ლედი გამოფენაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ექსპოზიცია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, დიპლომატებმა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)