15:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 15:46:33, 747 ნახვა

პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: „რესპუბლიკელების“ მიერ კოალიციის დატოვება, "ქართულ ოცნებას" რეიტინგს მოუმატებს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად „რესპუბლიკურ პარტიას“ ბარიერის გადალახვის დიდი შანსი არ აქვს.

როგორც საყვარელიძემ "ექსპრენიუსს" განუცხადა, გიგლა აგულაშვილის სახელისუფლებო პარტიაში დარჩენა ასეთი პროცესების თანმდევი მოვლენაა და თავის დროზე თეა წულუკიანიც ასე მოიქცა.

"სამთავრობო ცვლილებს რაც შეეხება, გახსოვთ ხიდაშელის განცხადების მერე ექსპერტების ნაწილი ამბობდა, რომ ცვლილებები მაშინვე მოხდებოდა. ამიტომ, გასაკვირი ის, რომ ვარშავის სამიტის მერე მინისტრები გადადგნენ, გასაკვირი არაა. ზოგადად, როდესაც სახელისუფლებო პარტია კოალიციიდან გადის, ყოველთვის არის ანალოგიური პროცესები - ვიღაცა რჩება პარტიაში და ვიღაცა არა. მაგალითად, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" გამოვიდნენ ხელისუფლებიდან, თეა წულუკიანი დარჩა "ოცნებაში". ადამიანი როდესაც ხელისუფლებაშია, ხშირად იტაცებს ის საქმე რასაც აკეთებს და დიდი ინტერესი აღარ აქვს რომელ გუნდში იქნება. ასეთივე სურათი მივიღეთ ახლა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს - ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინული ვიკილიქსის თანახმად, სურს, რომ არ გავიდნენ "რესპუბლიკელები" "ოცნებიდან". როგორც წესი, სააკაშვილს სწორი პოლიტიკური ინტუიცია აქვს. "რესპუბლიკელების" გასვლა "ოცნებას" არგებს, რადგან "რესპუბლიკელების" მიმართ ფართო საზოგადოებაში საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულებაა. თვითონ "რესპუბლიკელებს" არჩევნებზე ბარიერის გადალახვის დიდი შანსი არ აქვთ", - განაცხადა საყვარელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics