|
2016-07-12 14:57:24, 1393 ნახვა
კომენტარი
მერია: "თაიმერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და არაპროფესიონალიზმია
"ახალი ამბების სააგენტო „თაიმერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, არის ტყუილი! ეს არის მიზანმიმართული სიცრუე და არაპროფესიონალიზმი",-ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო "თაიმერმა" 1 წლის წინანდელი ცრუ ინფორმაცია გამოიყენა და გააავრცელა როგორც ახალი ამბავი. "სააგენტომ გამოიყენა 1 წლის წინანდელი ცრუ ინფორმაცია და გუშინ, გვიან ღამით, გაავრცელა ის, როგორც ახალი ამბავი. იმის მიუხედავად, რომ 2015 წელს, აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა განმარტება და ანა გაგუას ოჯახის წევრებმა - ანა მამრიკაშვილმა და მისმა მეუღლემ ალექსანდრე კუტუბიძემ (იხილეთ ფოტო 1) აღიარეს ბებიისთვის სარიტუალო მომსახურების შეთავაზებაზე ხუმრობა. თუმცა, „თაიმერისთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გუშინ სააგენტომ „ახალი ამბავი“ გაავრცელა რეალური რიცხვით - 11.07.2016. (იხ. ფოტო 2; ფოტო 2ა). ახლა კი თარიღი შეცვლილია და მითითებულია - 11.07.2015.(იხ. ფოტო 3), თითქოს, შარშან განთავსდა მათ ვებ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მერიის მხრიდან სარიტუალო მომსახურების შეთავაზებაზე ცრუ ინფორმაცია 3 ივლისს გავრცელდა (იხ. ფოტო 4) და არა 11 ივლისს. რაც მოწმობს იმას, რომ, ამჟამად, სააგენტოს გვერდზე არსებული მასალა ვერ იქნება 2015 წელს დაწერილი „ახალი ამბავი“. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სააგენტო „თაიმერი“ ცრუ ინფორმაციას განზრახ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებს",-აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)