15:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 13:19:08, 667 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი თანამდებობის დატოვებას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გეგმავს

„მინისტრის თანამდებობას დავტოვებ, გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა და გარკვეულ კალენდარზე შევთანხმდით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროცესი ცივილიზებულად დასრულდება. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროში  რამდენიმე  სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიებაა, რომელსაც კალენდარის რეჟიმი ახლა ხელს შეუშლის.

„რამდენიმე დღის წინ თბილისში მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ში ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა უნდა განხორციელდეს. სწორედ, ამიტომ აშშ-ში გავემგზავრები იქიდან დაბრუნების შემდეგ უკვე კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით, არ მგონია ასეთი მნიშვნელოვანი იყოს დღე და საათი. პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან მთავრობაში დარჩენბის შეთავაზება და პარტიულ საქმიანობაზე უარის თქმა, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მინისტრ გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან პარტია დატოვა და მინისტრის პოსტზე დარჩა, აღნიშნულ კითხვას თავისთავად პასუხობს.

„მე ვიქნები საარჩევნო სიაში სრულად წარმოდგენილი  და დანარჩენი უბრალოდ ტექნიკის საკითხია“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics