|
2016-07-11 15:15:12, 643 ნახვა
საზოგადოება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვისგან დამცავი ბადეების მონტაჟი დასრულდა
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ქვისგან დამცავი ბადეები დამონტაჟდა. შესრულებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა. მერიის ცნობით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა, იაპონურ და ქართულ კომპანიებთან ერთად, აწარმოა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლდე პერიოდულად იშლება და ქვები ცვივა, შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ძველი დამცავი ბადეები ახალი, უფრო ეფექტური და უსაფრთხო ბადეებით ჩანაცვლდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, კომპანია“CRP”-ის წარმომადგენლებთან ერთად, იაპონელების მიწვევით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, იაპონიაში იმყოფებოდნენ. ადგილზე შესრულდა საჩვენებელი სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობა ქართული მხარის წარმომადგენლებმაც მიიღეს, პარალელურად, დაათვალიერეს ის საწარმოები, სადაც ზემოთხსენებული ბადეები და ბაგირები მზადდება. სამუშაოები 23 მაისს დაიწყო, რომელსაც იაპონური კომპანიები: “Tokyo Rope”, “Mitsui” და “Jica”, ქართულ კომპანია “CRP”-სთან ერთად ახორციელებდნენ. დამცავი ბადეების მონტაჟი პროექტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდა. ფინანსური მხარე სრულად უზრუნველყო იაპონურმა მხარემ. გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე დასრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერმა იაპონურ მხარესთან შეხვედრა დედაქალაქის მერიაში გამართა, სადაც მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
(NS)
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)