|
2016-07-09 21:36:12, 821 ნახვა
სამხედრო
ხიდაშელმა ურთიერთთავსებადობის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა ურთიერთთავსებადობის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ თავმჯდომარეობდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს სიტყვით გაიხსნა: „თქვენ ხართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი მოთამაშეები. ჩვენ ვაფასებთ თქვენს სამხედრო და ფინანსურ კონტრიბუციას, მათ შორის მონაწილეობას ნატოს ოპერაციებში. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ერთიანი ძალებით ვუმკლავდებით სხვადასხვა კრიზისებს და უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სტაბილურობას. ჩვენი პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ალიანსის ეფექტურობისა და საიმედოობისთვის. უსაფრთხოების ახალ გარემოში პარტნიორობა საჭიროებაა და არა ფუფუნება. ნატო მოწოდებულია გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას თავის პარტნიორებთან მიმართებაში“. სამიტის ყველაზე ფართო წარმომადგენლობით შეხვედრაზე 53 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელმა სიტყვით მიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა, იმსჯელონ ალიანსთან უფრო მეტი თავსებადობის მიღწევაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს არსებული მრავალასპექტიანი და კომპლექსური საფრთხეებისა და გამოწვევების განეიტრალება. „თანამედროვე უსაფრთხოების ლანდშაფტი დღეს განსაკუთრებულად მოითხოვს დაწვრილებით, ერთიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას. მსგავსი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, ადეკვატური პასუხი გავცეთ ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ალიანსის სტაბილურობა და უსაფრთხოება მისი საზღვრებიდან იწყება, ამიტომ ნატომ შესაძლებლობების ზღვარზე უნდა ითანამშრომლოს პარტნიორებთან საერთო უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფისთვის. ჰიბრიდული ხასიათის თანამედროვე საფრთხეებს და გამოწვევებს გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური საზღვრებით ვერ შევაკავებთ. კოოპერატიული უსაფრთხოება, რომელიც ფოკუსირებული იქნება პარტნიორების გაძლიერებაზე და ახალი სახელმწიფოების ნატოს წევრობისთვის მომზადებაზე, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ალიანსის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობის გაძლიერებისთვის საჭიროა იმ პარტნიორი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერა, რომლებიც მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ამავე დროს შეუძლიათ, დროულად და რაციონალურად გაუმკლავდნენ ტრადიციულ თუ ახალ კრიზისებს. მჯერა, რომ ნატო, რომელიც უძლიერეს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს წარმოადგენს მსოფლიოში, წარმატებულად მოახდენს არსებული შესაძლებლობების კონსოლიდაციას ახალი მიდგომებით და ხელს შეუწყობს პარტნიორების უფრო მეტ ჩართულობას. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და ალიანსის მომავალი წევრი, მიესალმება ნატოს ძალისხმევას განახორციელოს შესაძლებლობების განვითარება და ჰარმონიზაცია. აღნიშნული მიდგომით უფრო მეტი თანმიმდევრულობით გავუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს. ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველო ნატოს პოლიტიკის და ძალისხმევის აქტიური დამცველია. საქართველო ალიანსის გვერდით დგას, ხოლო ჩვენი სამხედროები ათი წელია ნატოს მოკავშირე ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო კარგად აცნობიერებს, რომ უსაფრთხოება საერთო სიკეთეა და უფრო ძლიერი ნატო უფრო უსაფრთხო მსოფლიოს ნიშნავს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)