|
2016-07-08 19:01:55, 774 ნახვა
საზოგადოება
Black Sea Arena სახელმწიფოს გადაეცემა
ფონდი „ქართუ", უმაღლესი სტანდარტის, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზს - Black Sea Arena, სახელმწიფოს გადასცემს. შესაბამის შეთანხმებას, ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელს ხვალ, 14:00 საათზე, შეკვეთილში მოაწერენ. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს" წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები/რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან. რეგიონში პირველი, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში, დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება. არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვის შესაძლებლობას იძლევა. BLACK SEA ARENA აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით; თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს; შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუ-პროგრამას. ხელმოწერის ცერემონიამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკონცერტო დარბაზს დაათვალიერებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)