|
2016-07-07 10:19:15, 662 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: კერიმ ყველას გვთხოვა, აქცენტი საქართველოს მომავალზე გავაკეთოთ
ძალიან პოზიტიური, საქმიანი და ღრმა დისკუსია გვქონდა საქართველოს მომავალზე, – ასე შეაფასა “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან გამართული შეხვედრა. ალასანიას თქმით, ყველასთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი და დაცული. “ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე, ნატო–ს სამიტზე და, რა თქმა უნდა, ნატო–ს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ასევე ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად, საქართველო საჭიროა, გახდეს რეალური დემოკრატია. ვისაუბრეთ არჩევნენზე, მედია თავისუფლებაზე, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე. დაფიქსირდა ძალიან ნათელი პოზიცია, რომ აშშ იქნება მედიის მხარდამჭერი. მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაშია დღეს მედია. დიდი იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები, რაც შედგა ხელისუფლებასთან, ამ მიმართულებითაც პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, რომელიც ძალადობის გარეშე უნდა ჩატარდეს. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ შევთავაზეთ ქცევის კოდექსი პოლიტიკოსებს, რომელიც პარლამენტში გავიტანეთ და ეს იყო ერთ–ერთი მთავარი თემა, რომელიც განხილულ იქნა. ვისაუბრეთ მომავალზე, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, და პირდაპირ თქვა კერიმ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალის რეალიზებაში ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა განუწყვეტლივ ექნება საქართველოს. ჩვენ ერთად ამერიკის მხარდაჭერით მაგრამ პირველ რიგში ქართველებმა უკეთესი ქვეყანა შევქმნათ უკეთესი დემოკრატია ეკონომიკა და ამაში იქნება მუმდმივი მხარდაჭერა აშშ–სგან მიუხედავად იმისა, როგორ მოხდება ცვლილება შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო „რუსთავი 2“–ის თემას და სხვა მედია საშუალებებში მიმდინარე პროცესებს. „როდესაც ძალიან პოპულარული გადაცემები მოიხსნა, გაათავისუფლეს ადამიანები, ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, რომ მისახედია ეს საკითხი. მისგან იყო ძალიან ნათელი გზავნილი ხელისუფლებისათვის - მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი და შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი უნდა ჰქონდეს. კერიმ გვთხოვა ყველას, რომ ფოკუსირებულები არ ვიყოთ პირად საკითხებზე, კუთხურ ინტერესებზე და პირდაპირ თქვა, რომ გააკეთეთ აქცენტი საქართველოს მომავალზე და თავისი პოლიტიკური გამოცდილებაც გაგვიზიარა”, – აღნიშნა ალასანიამ.
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)