11:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 19:40:21, 734 ნახვა

პოლიტიკა
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოსთან ე.წ სასაზღვრო რაიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს

"ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოსთან ე.წ სასაზღვრო რაიონში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს" - ამის შესახებ რუსული სააგენტო "სპუტნიკი" იუწყება.

როგორც სამხრეთოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში დავით სანაკოევმა სააგენტოს განუცხადა, მომხდარის დეტალების გასარკვევად სამუშაოები მიმდინარეობს.

„ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით „ცხელი ხაზით“ დავუკავშირდით ქართულ მხარეს. მათ დაადასტურეს, რომ ჩვენი მოქალაქეები მათთან არიან. მომხდარის დეტალები უცნობია. ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა სანაკოევმა.

თანასოფლელების თქმით, ორი ადამიანი ოთხშაბათს გამთენიისას დაიკარგა. ისინი ბოლოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ნახეს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics