11:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 19:36:11, 679 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან გაფორმებულ მემორანდუმს აქვეყნებს

"შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით აპირებს გააფართოვოს დახმარების არსებული მექანიზმები" - ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმშია ნათქვამი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში ყურადღების გამახვილება იგეგმება სამ სფეროზე. ესენია: საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა, თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ინფორმაციის გაცვლა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ერთგული ვართ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ურთიერთობის გარღმავებისა, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისკენ მიმართული ჩვენი სიმტკიცის გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა,“- ნათქვამია მემორანდუმში.

დოკუმენტის თანახმად, აშშ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს გლობალური მშვიდობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„აშშ-ს მტკიცე პოზიცია უკავია და რჩება ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონში სტრატეგიული და სანდო პარტნიორის და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების კურსთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალია გარე ზეწოლისგან და იძულებისგან“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

ცნობისთვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics