|
2015-01-09 11:41:39, 1324 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადურმა საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მინისტრის მოადგილეებმა გიორგი თაბუაშვილმა და დავით ლეჟავამ პატივი მიაგეს პარიზში, „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. ფინანსთა მინისტრმა საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რომელმაც შეძრა საფრანგეთი და მთლიანად ცივილიზებული სამყარო. „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე განხორციელებული საზარელი ტერორისტული აქტი, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, მიმართულია ჩვენი საერთო ღირებულებების - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის წინააღმდეგ. ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულების მანძილზე ამ ყველზე მძიმე განსაცდელის წუთებში, თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის შედეგად დაღუპული ჟურნალისტებისა და სამართალდამცავების ოჯახებს, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს", - აღნიშნა ჩანაწერში ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)