|
2016-07-05 16:23:08, 915 ნახვა
სამხედრო
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია, ოფიციალურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გახსნა. ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის“ (ACT), ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლები სწავლების დაგეგმარებაზე „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. ჩვენ გვქონდა სხვადასხვა სწავლების დაგეგმვისა და მასპინძლობის ძალიან მდიდარი გამოცდილება, მაგრამ, ეს, რეალურად, არის ნატოს პირველი სწავლება, რომელიც ჩადებულია ნატოს სწავლებების გეგმაში და რომელიც პერიოდულად ჩატარდება საქართველოში. ნოემბერში ვმასპინძლობთ პირველ ასეთ სწავლებას და ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის კონფერენცია. სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენს ოფიცრებს აძლევს საშუალებას, მიიღონ გამოცდილება ნატოს ოპერაციების დაგეგმვის თვალსაზრისით. სწავლებაში ჩართულია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობა იზმირიდან და ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც განთავსებულია პოლონეთში. ქართული მხრიდან სწავლებაში მონაწილეობენ JTEC-ის ოფიცრები, გენერალური შტაბისა და ბრიგადების ოფიცრები. უკვე ცნობილია, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა. დასტური გვაქვს სლოვენიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-იდან. სწავლებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა უკრაინამ. ვფიქრობთ, ეს იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი სწავლება, რომლის დროსაც ჩვენი ოფიცრები მრავალეროვნულ გარემოში დაგეგმავენ და განახორციელებენ ნატოს ოპერაციას“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიანიჭეს. სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის დონის იქნება და „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ გაიმართება. სწავლების განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება ხელს შეუწყობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს ნატოსთან მეტ სიახლოვეს დაადასტურებს.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)