03:41 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 11:15:05, 4781 ნახვა

სამართალი
შსს–ს თანამშრომლებს ტატუირების გაკეთება, სამსახურში ძილი და შეუფერებელი ჩაცმულობა აეკრძალათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სხეულზე გამოსაჩენ ადგილას ტატუირების გაკეთება,  სამსახურში ძილი,  ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება  და სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობა აეკრძალათ. 

ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანებაში შევიდა.

აღნიშნული ბრძანების დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველსა და გადაცდომის სახეების ნაწილს, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხის დანართი დაემატა.
 
ამ დანართის მიხედვით, შსს–ს თანამშრომლებს გარდა ზემოთ აღნიშნულისა ასევე ეკრძალებათ,  შრომის შინაგანაწესის დარღვევა; სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;  სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით; სამსახურში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა; ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება; არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვ.) დაგვიანება ან არგამოცხადება; თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება); სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება; არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა  ობიექტური მიზეზების გარდა; აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება; შს სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად  ევალება მისი ტარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics