|
2016-07-01 14:27:16, 1624 ნახვა
რეგიონი
დაპირისპირება ენმ-ს ოფისთან - „სულხან მოლაშვილი თავისი სიკვდილით არ გარდაცვლილა“ (ვიდეო)
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, „სახალხო ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალებაში ბრალი „ნაციონალურ მოძრაობას“ დასდეს და შენობის კედლებზე ბანერების გაკვრას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებს ენმ-ს წარმომადგენლებმა ბანერების გაკვრის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარება მალევე განმუხტეს. "ის არ გარდაცვლილა თავისი სიკვდილით. დღეს გულის ტკივილს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ერთ ადამიანსაც, გინდ ხელისუფლების გინდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არავის არ მოსვლია თავში აზრად, რომ ბოდიში მოეხადა და მწუხარება გამოეთქვა მოლაშვილის ოჯახის წევრების წინაშე. სულხან მოლაშვილმა ამხილა მიხეილ სააკაშვილი კორუფციაში, იმაში ამხილა, რომ საქართველოს ის მალე გაასხვისებდა და მართლაც არის დღეს გასხვისებული. ეს მოძრაობა უნდა დაიშალოს არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა პარტიის “ჩვენი სამშობლო” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო კვირიკაძემ. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)