|
2016-06-28 18:45:13, 1130 ნახვა
სამხედრო
თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გაიხსნა
თბილისში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) გაიხსნა. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მის მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება, ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. სკოლა ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაკან ილდემმა გახსნეს. „ეს იყო საკმაოდ გრძელი გზა. ყველა არ იყო აღფრთოვანებული ამ იდეით, მაგრამ ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე და ვხსნით ამ სკოლას. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რომელსაც კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობებით სავსე გზა აქვს გასავლელი“, - განაცხადა ხიდაშელმა. მან იმედი გამოთქვა, რომ სკოლა პირველ მსმენელებს უკვე სექტემბრიდან მიიღებს და ეს პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე. ხიდაშელის თქმით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის საქართველოს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ზრდისთვის გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ეს ნიშნავს დიდი ეფექტისთვის ნაკლები რესურსების ხარჯვას. „გამჭვირვალობის საუკეთესო მაგალითი არის თვითონ ის ადგილი, სადაც ჩვენ სკოლას ვხსნით. ვინც არ იცის ეს, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო საიდუმლო ობიექტი თავდაცვის სამინისტროში. ჩემი წინის წინის წინამორბედის მიერ გამოყენებული, როგორც მისი კერძო რეზიდენცია. ეს იყო დახურული საჯარო მოხმარებისთვის და გამოიყენებოდა კერძო მიზნებისთვის. სწორედ ასეთი ადგილები გავხსენით საზოგადოებისთვის ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანელ პარტნიორებს, სლოვაკეთს და ყველა იმ ქვეყანას, ვინც პროექტში ჩართვის მზაობა გამოთქვა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებლობის სკოლა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა. პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველოში მოვლენილი პროექტის გერმანელი ხელმძღვანელი და სლოვაკი ექსპერტი ქართველ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მალე პროექტში ნატოს წევრი კიდევ ერთი ქვეყანა - იტალია ჩაერთვება. სკოლა ითვალისწინებს პროფესიული განვითარების პროგრამებს როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და მაღალი რანგის სამხედროებისთვის, ასევე აღნიშნულ სფეროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს შეუწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციასა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც შესაბამისად გააძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის გადამზადების პროცესში, ნატოს წევრი ქვეყნების სწავლების მეთოდოლოგიებსა და მიდგომებს გამოიყენებს. სემინარები, კონფერენციები და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები წარმატების, საუკეთესო ისტორებისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს სკოლის მემორიალური დაფა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)