09:48 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-27 11:41:49, 1161 ნახვა

სხვადასხვა
მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს

არგენტინელ ფეხბურთელის ლიონელ მესის განცხადებით, ის არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ტოვებს, - ამის შესახებ BBC წერს. 

ფეხბურთელის თქმით, მისთვის ეს რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. 

“ჩემთვის ეროვნული ნაკრებისთვის თამაში დასრულდა. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, თუმცა ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონობას ვერ აღწევ”, - განაცხადა ლიონელ მესიმ.

აღნიშნული განცხადება ლიონელ მესიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის თასის ფინალში არგენტინა ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს აშშ-ში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითიდ დრო ფრედ დასრულდა. ხოლო პენალტების სერიაში ჩილეს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. ამასთან, მესიმ პენალტი გააფუჭა. ამგვარად, არგენტინამ მსხვილი ტურნირების ფინალში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. არგენტინის ნაკრები ამერიკის თასის ფინალში ჩილესთან ორჯერ დამარცხდა - 2015 და 2016 წელს, ამას გარდა, არგენტინელებმა  2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებთანაც წააგეს.

ცნობისთვის, 29 წლის ლიონელ მესი მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ესპანურ კლუბ “ბარსელონაში” თამაშობს. მესი ოთხჯერ გახდა “ოქროს ბურთის" მფლობელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics