|
2016-06-22 18:40:49, 4452 ნახვა
კულტურა
ლეგენდარულ მერილ სტრიპს 67 წელი შეუსრულდა
ამერიკული კინოს, თეატრისა და ტელემსახიობი, სამი "ოსკარის" მფლობელი [ საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" (1979), საუკეთესო მსახიობი ქალი "სოფის არჩევანი" (1982), "რკინის ლედი" (2011) ] და შვიდი "ოქროს გლობუსის" მფლობელი დღეს იუბილარია. ყველასთვის საყვარელ მსახიობს დღეს 67 წელი შეუსრულდა. რეკლამების მსახიობი მერი სტრიპისა და ფარმაცევტი ჰარი ვილიამ სტრიპის ქალიშვილი მერი ლუის სტრიპი დაიბადა სამიტში, ნიუ ჯერსის შტატში. სტრიპის დედის წინაპრები შვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული ფესვები ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: დანა და ჰარი. სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა. ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის. მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლში „სევილიელი პლეიბოი“, პირველი როლი კი 1977 წელს სატელევიზიო ეკრანისთვის შექმნილ ფილმში „The Deadliest Season“ ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელს ითამაშა ფილმში „ჯულია“ ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან. სტრიპის პირველი მხატვრული ფილმი იყო „ჯულია“, სადაც მან შეასრულა პატარა როლი. შემდეგ იყო „ირმებზე მონადირე“ (1978), რომელმაც მერილს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. ეს ჯილდო მან მომდევნო წელს აიღო ფილმისათვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. 1978 წელს მან აიღო თავისი პირველი ემის ჯილდო მინისერიალისთვის: „განადგურება“. ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში „მანჰეტენი“. 1982 წელს კი მან უკვე მთავარი როლისთვის მიიღო ოსკარი ფილმში „სოფის არჩევანი" განსახიერებული სოფი ზავისტოვკის როლში. 2002 წელს თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ მერილ სტრიპი დაუბრუნდა თეატრს, სადაც ითამაშა სპექტაკლში „თოლია“. იმავე წელს სტრიპმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში „ადაპტაცია“ და საათები“. ორივე როლისთვის მან კრიიკოსთა მოწონება და ჯილდოები დაიმსახურა. კრიტიკული და კომერციული წარმატება სწრაფად მოიხვეჭა ფილმებით „ირმებზე მონადირე“ რობერტ დე ნიროსთან და „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დასტინ ჰოფმანთან. პირველში სტრიპმა პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო, მეორეში კი თვით პირველი ოსკარი. სულ სტრიპს სამი ოსკარი, რვა ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ერთი BAFTA-ს ჯილდო აქვს მიღებული. იყო ასევე წარდგენილი გრემის ჯილდოზე. კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ იყო წარმოყენებული ოსკარზე 18 ნომინაციით (როგორც ქალთა ისე მამაკაცთა შორის). სტრიპი ასევე საყოველთაოდ მოიაზრება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კინომსახიობი. ის ასევე იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებსაც აღებული აქვთ ოთხივე მთავარი ზემოთხსენებული კინოჯილდო.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)