|
2016-06-18 11:37:24, 622 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგოს გუნდი 23-20 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „ბორჯღალოსნებმა“ ამჯერად ტონგოს საკმაოდ ძლიერი ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 23:20. ეს საქართველოს ნაკრებისთვის ოკეანეთის ტურნეს მეორე ტესტ-მატჩი იყო. მატჩი დღეს დილით, საქართველოს დროით 04:45 საათზე დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ ოკეანეთის ტურნეს მეორე ტესტში ტონგელ „ზღვის არწივებს“, მსოფლიო თასის შემდეგ პირველად დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრები ურთიერთ შეხვედრების ისტორიაში პირველად წინ გავიდა. მატჩი ფიჯიზე, სუვაში "ეი ენ ზედ" (ANZ) პარკზე გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 16:13 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან პირველი ლელო დავით კაჭარავამ დადო, გარდასხვა და საჯარიმო კი ზუსტად კი მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა. მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ თამაში მნიშვნელოვნად ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, ქულებში გარდასახვა ჭირდა. მერაბ კვირიკაშვილს კიდევ ორჯერ მიეცა ჯარიმით ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, რომელიც სამწუხაროდ არაზუსტი იყო. მალევე „ზღვის არწივებმა“ კიდე ერთი ლელო დადეს და ისედაც დაძაბულ მატჩს ინტრიგა კიდევ შემატეს 16:20. მატჩის ბოლო წუთები ყველაზე დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ ბურთს დავით კაჭარავა დაეუფლა და ლელო დადო, მან დუბლი გაიფორმა და გამარჯვებაც მოიტანა 23:20. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისთვის ოკეანეთის ტურნეში ეს მეორე ტესტ-მატჩი იყო. პირველ ტესტში სამოასთან შეხვედრა ფრედ 19:19 დასრულდა. სერიის ბოლო თამაში, 24 ივნისს საქართველოს დროით დილის 7 საათზე გაიმართება, მატჩში საქართველოს ნაკრები მასპინძელ ფიჯას დაუპირისპირდება.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)