|
2016-06-17 13:32:25, 611 ნახვა
საზოგადოება
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა თბილისშიც დაიწყო
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა თბილისშიც დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი სამშობიარო სახლებში არსებულ სერვისებსა და პირობებს შეაფასებს. მონიტორინგის დასრულების შემდეგ კი, დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭებათ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დღეს სამშობიარო სახლ „ჰერაში“ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მინისტრის მოადგილემ დაწესებულებაში არსებული სერვისები ადგილზე შეაფასა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულიოსხმობს. ჯანდაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში დაიწყო. დაწესებულებები დონეებად შემდეგნაერად იყოფა: I დონის დაწესებულება - უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა/მშობიარობის და ჯანმრთელი, დროული ახალშობილის მართვას. II დონის დაწესებულება - უზრუნველყოფს მაღალი დონის სამეანო მოვლას როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის მქონე ორსულობასა და მშობიარობის შემთხვევაში. III დონის დაწესებულება - უზრუნველყოფს მაღალსპეციალიზირებულ სამშობიარო მომსახურებას და აქვს რესურსი მართოს ორსულობისა და მშობიარობის მძიმე გართულებები, რომლებიც მოითხოვს კონპლექსურ მართვას. III დონის ნეონატოლოგიური დაწესებულება უზრუნველყოფს ინტენსიურ ნეონატალურ მოვლას მძიმე პათოლოგიების მქონე ახალშობილებისთვის. რეგიონალიზაციის დონის შესაბამისობის მოწმობა 1 წლის ვადით გაიცემა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)