23:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 10:47:32, 630 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საზოგადოებრივ ცენტრებში ევროკავშირის თემაზე ტრენინგი ჩაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით, ექვს საზოგადოებრივ ცენტრში  ვიზალიბერალიზაციის  თემასთან დაკავშირებით  ტრენინგები ჩატარდა.

მარტყოფის, შაშიანის, ნუკრიანის, ჩაქვის, შილდისა და კაზრეთის სკოლების მოსწავლეები გაეცნენ როგორც ევროკავშირის მუშაობის სტრუქტურას, ასევე საქართველოს სამომავლო პერსპექტივებს ევროინტეგრაციის მიმართულებით.

შეხვედრას  14-დან 18 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.  ტრენინგის მიზანი ახალგაზრდებისთვის ვიზალიბერალიზაციის თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა,  ქვეყნის ევროპასთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. 

შეხვედრას უძღვებოდნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ - „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ -ტრენერები - ნინო ლობჯანიძე და ნინო მჭედლიშვილი, ასევე მოწვეული ტრენერი ნინო შარაშიძე და „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” თანამშრომლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დისკუსიის რეჟიმში აქტიურად ჩართულიყვნენ სატრენინგო პროცესში.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ასევე მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics