|
2015-01-09 10:14:52, 1492 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე ჭიკაიძე ფრანგ კოლეგასა და ხალხს „შარლი ჰებდო“-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო უსამძიმრებს
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ფრანგ კოლეგას ბერნარ კაზენიოვს სამძიმრის წერილს უგზავნის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სატირული ჟურნალის „შარლი ჰებდო“-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაშავდა ათზე მეტი და ტრაგიკულად დაიღუპა თორმეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სხვების უსაფრთხოების დასაცავად. " ეს იყო პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებზე, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მსურს ჩვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოვუცხადო ფრანგ ხალხს ამ მძიმე და მწუხარე დროს. ჩვენ ფიქრებითა და ლოცვებით ვართ ფრანგ ხალხთან, დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც შეეხო ეს საზარელი აქტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)