|
2015-02-28 09:31:29, 560 ნახვა
საზოგადოება
შსს–ს აკადემიაში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ღია კარის დღე გამართეს, რომელშიც მონაწილეობა სამართლის პროგრამაზე სწავლის მსურველებმა მიიღეს. აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა შეხვდნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ღია კარის დღის მიზანს შსს-ს აკადემიის სამართლის საბაკალავრო პროგრამით აბიტურიენტების დაინტერესება და აკადემიაზე არჩევანის გაკეთება წარმოადგენდა. აღნიშნული პროგრამა შსს-ს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება და მას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. პროგრამა მიზნად ისახავს უწყების მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გავრცელებას და სტუდენტებისათვის აღნიშნული სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და სამართლის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტები, რომლებიც უახლესი მეთოდებისა და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს-ს აკადემიაში. საბაკალავრო პროგრამა 4 წლიანია და 240 კრედიტს მოიცავს. პროგრამა ასევე მოიცავს საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შესაძენ კომპონენტებს, რაც მას უნიკალურს ხდის განათლების ბაზარზე. როგორც აბიტურიენტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, შსს-ს აკადემიის კურსდამთავრებული იქნება დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, მაღალი სამართლებრივი შეგნების მქონე, კონკურენტუნარიანი პროფესიონალი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)