|
2016-06-15 09:20:15, 646 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუა შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით 9 აპრილის ბაღში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. მაკა ჩიჩუა დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვით მიმართა „დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე აღინიშნება. არა ერთხელ მითქვამს და მინდა კვლავ აღვნიშნო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, განსაკუთრებით ვრწმუნდები ამაში, როდესაც თქვენ გიყურებთ, ასეთ აქტიურებსა და ენერგიულებს. აუცილებელია ყველა ჩვენგანი, ხელისუფლება, საზოგადოება გავერთიანდეთ და შევქმნათ უკეთესი გარემო ამ შესაძლებლობათა, ამ ნიჭის სრულფასოვნად გამოვლენისათვის. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ვისურვებდი, რომ მუდამ ასეთი აქტიურები ყოფილიყავით",- განაცხადა პირველმა ლედიმ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტეგრირებული გუნდური ესტაფეტა, მოეწყო სპორტული ცეკვების ფესტივალი ეტლით მოსარგებლე და ამპუტანტ მოცეკვავეთა დუეტების მონაწილეობით, ინტეგრირებული ჯგუფების მიერ შშმ თემატიკაზე გადაღებული ფოტოგამოფენა და კონკურსი. ღონისძიებების დასკვნით ნაწილზე გაიმართა კონკურში მონაწილეთა დაჯილდოება და კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. დღესვე მაკა ჩიჩუა „თიბისი არტ-გალერეას" ეწვია და უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „თვალით და გონებით დანახული სამყარო" დაათვალიერა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)