|
2016-06-14 23:00:57, 711 ნახვა
საზოგადოება
ტელეკომპანია "GDS"-მა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე 7 მუხლი დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ ტელეკომპანია "ჯიდიესის" გადაცემა გადაცემა “ბინა 18” შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. ეთიკის ქარტიის საბჯომ იმსჯელა ამ საკითხზე, რის შემდეგად გადაწყვიტა, რომ ტელევიზიამ დაარღვია ეთიკის ქარტიის მე 7 პრინციპი, სადაც წერია: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით. ქარტიას სარჩელით "გაერთიანებული ნიუსრუმის" ხელმძღვანელმა ირაკლი მანაგაძემ მიმართა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა “ბინა 18” შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. ირაკლი მანაგაძის აზრით დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს. ქარტიის სხდომაზე მოპასუხე მხარეებად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყვნენ, ტელეკომპანია "GDS" თანამშრომლები ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია, თუმცა სხდომის დაწყებამდე, მათ ქარტიაში დარეკეს და სხდომაზე დასწრებისგან თავი შეიკავეს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)