21:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 15:36:13, 634 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ალექსანდრე იაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. იაშვილი ფედერაციას ეროვნული ნაკრების მიმართულებას უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

აღმასკომის სხდომაზე საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის ახალი ფორმატი და დებულებაც დამტკიცდა.

ახალი ფორმატის მიხედვით, 2016 -2017 წლების ეროვნული ჩემპიონატის სეზონის უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორ 7-7 კლუბიან ჯგუფად დაწყვილდება. ჯგუფების სათავეში მოექცევიან გასული სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" და მეორე ადგილის მფლობელი "სამტრედია".

2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონატის გამარჯვებული ორი ჯგუფის პირველ ადგილზე გასულებს შორის გაირკვევა. მეშვიდე ადგილზე გასულები გადაინაცვლებენ პირველ ლიგაში, ხოლო მეექვსე და მეხუთე ადგილოსნები პლეი ოფში გაარკვევენ, ვინ დარჩება უმაღლეს ლიგაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics