|
2016-06-10 15:32:45, 559 ნახვა
საზოგადოება
ბუდაპეშტში ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
უნგრეთში საქართველოს საელჩოს, ბუდაპეშტში მოქმედი წმ.გიორგის სახელობის ღვინის ორდენისა და სასტუმრო „St. George Hotel"-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაცია უნგრეთში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა და წმინდა გიორგის სახელობის ღვინის ორდენის მაგისტრმა დიორდი ბისტრაიმ გახსნეს. მათ ქართული ღვინის ისტორიაზე, ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდზე ისაუბრეს, რომელსაც იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები „Shalauri Cellars," "Stori Wines," "Orgo Wines," რომლებმაც წარმოადგინეს ქვევრის ღვინის ნიმუშები და ისაუბრეს ქართული ვაზის ჯიშების მრავალსახეობაზე. პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ცნობილი ქართველი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი" ჩვენება, რომელსაც ასევე დაესწრო ფილმის ავტორი. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, ბუდაპეშტის სენტ იშტვანის სახელობის უნივერსიტეტის მეღვინეობის კათედრისა და უნგრეთის გასტრონომიული კავშირის წარმომადგენლები, უნგრული ღვინის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელები, უნგრეთში აკრედიტებული ელჩები. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა დააგემოვნეს ქვევრის ღვინო და ქართული კერძები, რომლებიც მომზადდა ბუდაპეშტში მოქმედ ქართული რესტორნის „არაგვის" მიერ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)