20:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 13:51:35, 507 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  ბათუმში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს,     ისტვან ნაგის (István Nagy) შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 
მათივე ცნობით, ოთარ დანელიამ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო და სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გარემოსდაცვითი მინისტერიალის მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, რომ „გარემო ევროპისთვის“ გულისხმობს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისთვის თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით პრიორიტეტების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. 

აღსანიშნავია, რომ ქ. ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, ბიზნესსექტორის, ბიზნესასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს მასპინძლობს.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.
მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics