2016-06-07 22:11:13, 592 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი: თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს
"თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს" - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს, გარდა ამისა, საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხებთან ერთად.
“საგარეო საქმეთა კომიტეტის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია უნდა დააწესოს, რადგან ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა. თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხზე დისკუსიების გამო საქართველო არ უნდა დაზარალდეს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან