2016-06-07 16:50:08, 1710 ნახვა
პოლიტიკა
ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნამუშევრები "სოტბის" აუქციონზე რუსულ სექციაში გაიყიდა
ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები ლონდონის "სოტბის" სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაიყიდა. ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული ჰქონდა - ქართველი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად "სოტბის" აუქციონის სახლი ავრცელებს.
"სოტბის" სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - "ჩვენი ნიკო" საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტი იყო, ხოლო ფიროსმანის "შველი წყლის პირას" საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტიდან იწყებოდა.
აღშანიშნვია, რომ 2015 წლის ივნისში, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა" ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან