19:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 10:49:09, 623 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრი "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს ხვდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ მინისტრმა აღნიშნა, მათი მიზანია ხედვების შეჯერება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

''ისევე როგორც ნებისმიერ მოლაპარაკებებში არსებობს პოზიციები და არსებობს ინტერესები. ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, რომ ორივე ჯგუფის კი არადა ათივე ჯგუფის ინტერესია, რომ უნივერსიტეტი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კარგი და უკეთესი. შესაბამისად, ამ ხალხს აქვს უფრო განსხავავებული ხედვა აქვს ამ მიზნის მიღწევის.

ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვა, შესაბამისად, შევცდებით, რომ ჩვენი ხედვები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება'', - განაცხდა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე უმაღლეს განათლებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით როდისთვის იგეგმება ცვლილებები? მინისტრმა აღნიშნა, რომ ის აჩქარებას არ აპირებს.

''მე არ ვიჩქარებ არანაირი დანაპირების და თარიღების მიმართულებით, იმიტომ რომ , ასე ვთქვათ , დღეს ვიწყებ ფაქტიურად გარკვევას, აქამდე რაც ხდებოდა იმაში გარკვეული ვარ და დღეს ვიწყებ ამ ხალხთან ურთიერთობას'", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

ცნობისთვის, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მას არ ესწრება უნივერსიტეტის რექტორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics