2016-06-07 09:37:41, 533 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, 7-10 ივნისს მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ნატო-ს გაფართოებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების თემას მიეძღვნება.
8 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მიღებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კვლევითი ცენტრების, კერძო სექტორის, ასევე ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან