|
2016-06-06 18:19:35, 580 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი გაიხსნა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი გაიხსნა. ღონისძიებაში, რომელიც 6 და 7 ივნისს კონფერენციის ფორმატში ჩატარდება და 10 ივნისს დასრულდება, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციისა და სასწავლო კურსის თემატიკა შეეხება ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს კიბესუსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის, ტერორიზმისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს. კონფერენცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ ვროკავშირის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის თავმჯდომარე გაბორ იკლოდი, კიასტუტის იანკაუსკა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი,კურსების ხელმძღვანელი იოჰენ რელი, საქართველოს სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემაზე პირველი მაღალი დონის კონფერენცია ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით 2015 წლის დეკემბერში. ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)