13:25 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 22:45:05, 746 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის ელჩი ევროკავშირში: საქართველო სიაში ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა

"ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ საქართველო სიაში ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა", - ამის შესახებ ევროკავშირში ლატვიის ელჩმა სანიტა პავლუტა-დესლანდესმა ”მოამბისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი განცხადებით, ევროკავშირში ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე ძალიან რთული დისკუსია მიმდინარებს, თუმცა არა საქართველოს გამო, ის ასევე აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ძალიან მგრძნობიარე თემაა.

”არის ზოგადი შეთანხმება ორგანიზაციაში, რაზეც საწინააღმდეგო აზრი არავის აქვს, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. ამას ემატება კომისიის მიერ მომზადებული პოზიტიური ანგარიში, რაც პირველი ნაბიჯი იყო. საქმე ისაა, რომ მსჯელობის თემა, ანუ უვიზო რეჟიმი არის ძალიან მგრძნობიარე თემა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. მიზეზი საზოგადოებრივი აზრია. მოსახლეობა შეშფოთებულია იმ კითხვებით, რაც უკავშირდება მიგრაციის პრობლემებს, მესამე ქვეყნების მოქალაქეების ნაკადს ევროკავშირის საზღვრებში. ასე, რომ ორგანიზაციის რიგ წევრებს აქვთ სირთულეები, საკუთარ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრთან, რამდენიმე წევრ სახელმწიფოში არჩევნებიც მოდის და საკითხი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება. დარწმუნებული ვარ, საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს და დიდი იმედი მაქვს, ეს უფრო ადრე მოხდება ვიდრე გვიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს თანახმა. ამას სჭირდება დრო”, - განაცხადა ევროკავშირში ლატვიის ელჩმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics