18:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 15:41:00, 688 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზური ენის პედაგოგები გადაამზადეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, წელს პირველად, საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას.

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ინფორმაციით, გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს.

ტრენინგში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ ტრენინგები ჩაუტარეს აფხაზური ენის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომელთა შორის იყო აფხაზური ენის მცოდნე ჟურნალისტი ირმა ოსია-კინწურაშვილი.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, 2015-2016  სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სწავლების საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლება აფხაზური ენა. ეს გარემოება კი მოითხოვს სკოლებში არსებული კადრების გადამზადებასა და ენის სწავლებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის შექმნას.

საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვის, შესწავლის, პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის გზაზე. პროექტი კიდევ ერთი დასტურია ქართული სახელმწიფოს ზრუნვისა აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებისათვის.

ქვეპროგრამა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს და სამშვიდობო განათლებისა და კულტურის დანერგვის მისიას ეხმიანება. აქედან გამომდინარე, მომავალშიც გათვალისწინებული იქნება პროექტის შემდგომი განვითარება და განხორციელება განსხვავებული ფორმატით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics