|
2016-06-03 11:34:39, 615 ნახვა
საზოგადოება
ახალი მოდერნიზებული ვაგონები ექსპლუატაციაში შევიდა
დღეიდან თბილისის მეტროს სავაგონე პარკს მოდერნიზებული ვაგონების (4 ვაგონი) ახალი შემადგენლობა შეემტა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული შემადგენლობა ყოველდღიურად მოემსახურება მგზავრებს და უფრო მეტად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის თბილისის მეტროთი მგზავრობას. "ვაგონების მოდერნიზაცია მოიცავს, როგორც კაპიტალური შეკეთების მოცულობით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ასევე თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს, მთლიანად შეიცვალა ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს მიეცა თანამედროვე სახე, ძველი სანათები ახლი შუქდიოდური სანათებით ჩანაცვლდა, მემანქანის კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით აღნიშნული შემადგენლობა აღიჭურვა - მემანქანის ბაქნის საკონტროლო კამერებით შემადგენლობის ორივე მხრიდან, თითოეულ ვაგონში დამონტაჟდა ორი შიდა დაკვირვების კამერა და ოთხი მონიტორი. თბილისის მეტროს სავაგონე პარკის განახლება და მოდერნიზება მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ 2016 წელს დაგეგმილია კიდე 8 ვაგონის რემონტი. აღნიშნული პროექტის მიზანია მგზავრებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო სერვისის შეთავაზება და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)