|
2016-06-03 11:09:12, 684 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის თეატრში მაქსიმ ავერინის საღამო გაიმართა
"ემოციებს ვერ ვმალავ. ქართველი მაყურებელი საუკეთესო მაყურებელია მსოფლიოში", - სპეკტაკლის დასრულების შემდეგ, ეს განცხადება ჟურნალისტებთან რუსმა მსახიობმა, მაქსიმ ავერინმა გააკეთა. რუსთაველის თეატრში მსახიობი ქართველი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ”ყველაფერი სიყვარულით იწყება’’ წარსდგა. მაქსიმ ავერინი საქართველოში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ”შენ, მე, ჩვენ - ერთად სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ჩამოვიდა. სპეკტაკლი თეატრში სრული ანშლაგით ჩატარდა. მსახიობმა ქართველ მაყურებელს საკუთარი ბიოგრაფია მოუყვა, არტისტის ბედზე ესაუბრა, იმღერა, იცეკვა, ლექსები წაიკითხა. ავერინმა, ქართველ მაყურებელს მისი საყვარელი მსახიობი ლუდმილა გურჩენკო და საყვარელი მუსიკოსი და პოეტი, ვლადიმერ ვისოცკი გაახსენა. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა გაჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. "ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა საქართველოში ვარ. ეს საუკეთესო ქვეყანაა. შეყვარებული ვარ საქართველოზე, ქართველ მაყურებელზე, აქაური სურნელიც კი მიყვარს. დიდი მადლობა სითბოსთვის, სიყვარულისთვის და ასეთი დახვედრისთვის. პოლიტიკოსმა ბიჭებმა ითამაშონ თავიანთი თამაშები, ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე - ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა გრძელდება და ამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს", - განაცხადა ავერინმა. მაქსიმ ავერინის საღამო რუსთაველის თეატრში, დღეს 20:00 საათზეც გაიმართება.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)