|
2016-06-02 21:29:42, 693 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ღარიბაშვილთან, მის გადადგომასთან დაკავშირებით კონსულტაციები მქონდა
ნურავის ნუ ექნება იმის ეჭვი, რომ მე ვთქვათ ვურეკავ ყოველდღე კვირიკაშვილს და მითითებებს ვაძლევ, ღმერთმა დამიფაროს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ განაცხადა. ყოფილი პრემიერის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს კიდევ უფრო დიდი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის კუთხით. „დღევანდელი პრემიერი კვირიკაშვილი კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო დიდი გამოცდილება აქვს მენეჯმეტის კუთხით და სხვადასხვა დარგის განათლება გააჩნია. ის აბსოლუტურად პრინციპულია და ნურავის ნუ ექნება იმის ეჭვი, რომ მე ვთქვათ ვურეკავ ყოველდღე კვირიკაშვილს და მითითებებს ვაძლევ, ღმერთმა დამიფაროს. ამას არ ვაკეთებდი არც ღარიბაშვილის დროს. მასაც ჰქონდა კონფიდენცია და მშვენივრად მართავდა ქვეყანას“, - განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილის განმარტებით, არაფერია საგანგაშო, თუ მთავრობის წარმომადგენლები მას რჩევას ჰკითხავენ. „არ ხდება ის რასაც გვიხატავენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ის, რომ დამირეკონ და კონკრეტულ საკითხზე რჩევა მკითხონ ამაში საგანგაშო არაფერია. გადაწყვეტილებებს ღებულობს მხოლოდ კვირიკაშვილი. გარწმუნებთ მხოლოდ ეკონომიკის მინისტრთან მაქვს შეხვედრები, რადგან ეს საკითხი მესმის და მინდა დავეხმარო, სხვა მინისტრებთან არანაირი შეხება არ მაქვს“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იღებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი მინისტრების დათხოვნაში მონაწილეობას, ექს პრემიერმა დასძინა, რომ გარკვეულ რჩევებს მთავრობას აძლევდა, რომლებსაც ისინი ალბათ ითვალისწინებდნენ. „მე ვურჩიე და მქონდა კონსულტაციები ღარიბაშვილთან მის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს ნორმალურია. მან შეაფასა სიტუაცია, მას ჰქონდა შეკითხები, ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდე? ხომ არ ჯობია, რომ წავიდე? ეს საუბრები გვქონდა ჩვენ და ნორმალურია ეს, რამდენადაც ის უფროს მეგობრად მთვლიდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)