|
2016-06-02 18:59:05, 584 ნახვა
საზოგადოება
ვაშაძე: ალკოჰოლი ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მარიხუანა
მე ვფიქრობ, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის პროცესი ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში მიმდინარეობს. „ეს პროცესი მიდის ყველა ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში და ვფიქრობ, საქართველოში იგივე უნდა მოხდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ალკოჰოლი ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მარიხუანა“, - განაცხადა ვაშაძემ. ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესს ბევრი ადამიანი ითხოვს და ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. „ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანია აქციაზე მოსული და მათ აქვთ ეს მოთხოვნა. ეს უნდა განხორცილედეს. 9 ოქტომბრიდან ამას უფრო კარგად გავაკეთებთ“, - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, მთავრობის ადმნისტრაციასთან მარიხუანას დეკრიმინალიაზაციის მოთხოვნით აქცია კონცერტის ფონზე მიმდინარეობს.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)