|
2016-06-02 16:19:08, 665 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია: რა ინტერესი აქვს კვირიკაშვილს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და პარამეტრების სიზუსტით მოვახსენებ
"მაინტერესებს, გიორგი კვირიკაშვილს რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით, მკითხოს და შემიძლია პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო",-ასე უპასუხა "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ მის საპასუხოდ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც კვირიკაშვილი ამბობს,რომ გვარამია კაცი რომ იყოს, ბრალდებებზე პასუხს გასცემდა. "ასეა, როდესაც ადამიანებს საპასუხო არაფერიაქვთ, ისინი გადადიან შეურაცხყოფებზე. პრემიერი დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ისედაც არ გამოირჩეოდა და მაშინ, როცა იმაში ამხელენ, რაც ნამდვილად სიმართლეა, კერძოდ, იმაში, რომ ჯერ გრეჩიხას "შნირი" იყო და ახლა ივანიშვილის "შნირია" და ორივესგან ფულს იღებდა, ახლაც და მაშინაც, და სხვათაშორის, ორივე შემთხვევაში დანაშაულს ჩადიოდა, მას საპასუხო არაფერი აქვს და გადადის შეურაცხყოფაზე. ძალიან მაინტერესებს ჩემი მასკულინობის დეფიციტმა როდის და რატომ შეაწუხა, რა ინტერესი აქვს ჩემს მამაკაცურ საწყისებთან დაკავშირებით მკითხოს და შემიძლია პარამეტრების სიზუსტით ყველაფერი მოვახსენო",-განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)