|
2016-06-01 12:39:19, 551 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, საკრებულოსა და სამშენებლო კომპანია ,,გიკო’’-ს წარმომადგენელთან ერთად ჩადო. მათივე ცნობით, თბილისის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მათთვის თბილისის მერია 10 ახალი ბაღის მშენებლობას იწყებს. „ათივე ბაღის მშენებლობა დაიწყება ზაფხულში და მომდევნო წლისთვის დასრულდება. ამაზე კარგ საჩუქარს ჩვენ ბავშვებს ვერ გავუკეთებდით. ქალაქში, საბავშვო ბაღებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, ბაღების მშენებლობა არის ნომერ პირველი ჩვენი ამოცანა და მას ღირსეულად ვასრულებთ. სულ უფრო მეტ ბავშვს გავუჩენთ იმ სივრცეს, რაც მათ ნორმალური აღზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ვაშლიჯვრის ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წლის პირველ ნახევარში შევა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის 2 194 868 ლარია გათვალისწინებული. საბავშვო ბაღში 10 ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში ჩართვას, დამატებით, 350-მდე ბავშვი შეძლებს.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)