|
2016-06-01 11:35:30, 543 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბავშვებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს, წყნეთში მცხოვრებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ეზოშისპეციალურად ბავშვებისთვის გასართობი სივრცე მოეწყო. მათივე ცნობით, ოთარ დანელიამ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათთან ერთად საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სტუმრად მისულ ბავშვებსსაშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ენახათ თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ილუზიონისტის არაჩვეულებრივი შოუ, მიეღოთ პრიზები და საჩუქრები. ღონისძიების დასასრულს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბავშვებთან ერთად უზარმაზარი ტორტისაზეიმოდ დაჭრა.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)