|
2016-05-31 20:12:49, 662 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი" გაიხსნება
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის ზოოპარკში საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი" იხსნება. პრეზენტაცია 13:00 საათზეა დაგეგმილი. „ახალი საბავშვო პარკი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული თბილისის ზოოპარკის განახლების სიმბოლო იქნება. პარკს სახელიც შესაბამისი შევურჩიეთ _ „მაბუჰაი" ფილიპინური სიტყვაა და დღეგრძელობას ნიშნავს. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ფილიპინელი მეგობრების დახმარებით, ქართველ ბავშვებს ზოოპარკში ექნებათ გასართობი კუთხე, სადაც დროს ხალისიანად, ჯანსაღად და სასარგებლოდ გაატარებენ. დიდ მადლობას ვუხდით ფილიპინურ მხარეს ამ საჩუქრისთვის", _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. კონსულ კუნანანის განცხადებით, თბილისის ზოოპარკთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება _ „წლის ბოლომდე ფილიპინებიდან 2 ბადისებური პითონის ჩამოყვანას ვგეგმავთ, ასე რომ, ტერიტორიის კეთილმოწყობის გარდა, კოლექციის გამდიდრებაშიც შევიტანთ ჩვენს წვლილს".
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)