|
2016-05-31 13:59:42, 704 ნახვა
საზოგადოება
ხვალ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
ხვალ, 17:00 საათზე, საპარტიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების’’ სააქტო დარბაზში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ასევე მიიღებენ მომღერლები ნუკრი კაპანაძე და ელენე ფოჩხუა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საკონცერტო პროგრამის ძრითადი ნაწილი ეთმობა დისნეის ანიმაციური ფილმების საუნდტრეკების საგუნდო ვერსიებს. მათივე ცნობით, კონცერტზე სპეციალურად მოწვეულები არიან თბილისის ბავშთა სახლების აღსაზრდელები და მასზე დასწრება თავისუფალია. პროექტის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს“ და იგი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. გუნდი შეიქმნა 2015 წელს. მისი ჩამოყალიბების მისია საქველმოქმედოა. დედაქალაქის მასშტაბით 20-მდე საჯარო სკოლაში ჩატარებული კასტინგის შედეგად მოძიებული იქნა განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე 50 მოსწავლე. აქცენტი გაკეთდა ბავშვებზე ორი მიმართულებით, ერთის მხრივ ბავშვები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ ფენას; მეორეს მხრივ მუსიკალური განათლების არმქონე ბავშვებზე. 2015 წლის დეკემბერში ჩატარდა გუნდის პრეზენტაცია კონცერტი, სადაც გუნდმა სხვადასხვა ჟანრში წარმოაჩინა შესაძლებლობები. 2016 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების II ეროვნულ კონკურსში, სადაც თავის ქვეკატეგორიასა და ასაკობრივ ქვეჯგუფში მიეკუთვნა პირველი ადგილი და ოქროს მედალი. პროექტის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’ (ხელმძღვანელი დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძე); პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; პროექტის ხელმძღვანელი და გუნდის მთავარი დირიჟორი -შიო აბრახამია, ქორმაისტერები - თამარ თალაკვაძე და სალომე მაკარი ძე.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)