|
2016-05-30 17:49:42, 541 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში ბრატისლავას სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდრეი კისკასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ბრატისლავას სახელობის სკვერი გახსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ბრატისლავას სახელის მინიჭების ინიციატივით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სლოვაკეთის საელჩომრამდენიმე დღის წინ მიმართა. დავით ნარმანიამ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ბრატისლავას სკვერში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სულ მალე დიდუბის რაიონის გამგეობა სკვერს კიდევ უფრო მეტად კეთილმოაწყობს და გაამწვანებს. „ამ ადგილს დღეიდან ეწოდება ბრატისლავას სახელობის სკვერი, რაც გვაკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად ევროპული სტილის სკვერი მოვაწყოთ, რომლის პროექტიც ჩვენ უკვე მზად გვაქვს და უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ ტერიტორიის კეთილმოწყობას. ერთის მხრივ, ეს ტერიტორია უფრო მეტად მოწესრიგდება და გალამაზდება და მეორეს მხრივ, აქ იქნება ბრატისლავას სახელობის სკვერი, ქალაქისა, რომელთანაც ჩვენ საკმაოდ დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს წევრები და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)