15:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-29 10:33:52, 620 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი აფხაზეთის ომის გმირების ძმები წიკლაურების სახელობის სარაგბო ფესტივალის მატჩს დაესწრო

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ყაზბეგში  „ორი ყაზბეგელი ტყუპი მორაგბის, აფხაზეთის ომის გმირების,  ვასიკო და ნუკრი  წიკლაურების სახელობის სარაგბო ფესტივალის“  ფარგლებში გამართულ მატჩს დაესწრო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, რაგბის ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში 12-წლამდე ასაკის მოზარდებისგან შემდგარი 24 გუნდი მონაწილეობს.

უწყების ცნობით, ტურნირის მიზანს რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სარაგბო ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და თამაშები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. 

ტურნირის პირველ თამაშს ვასიკო და ნუკრი წიკლაურის ოჯახის წევრები, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი ლევან მაისაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას, ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი გმირი - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და მათი დისშვილები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები  აფხაზეთიდან 2014  წელს  ჩამოასვენეს.  ქართველი მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე  დაკრძალეს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics