|
2016-05-29 10:29:26, 643 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი შიდა ქართლისა და სამცხე- ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, სურამში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ოჯახები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და ისინი ბინებს ხაშურში, სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში კრიტერიუმების გარეშე მიიღებენ. მინისტრმა დევნილ ოჯახებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიამ ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა. სოზარ სუბარის თქმით, აღნიშნული სამშენებლო კომპანია სხვა კომპანიით ჩანაცვლდება და დევნილი ოჯახები ზამთარს ახალ ბინებში შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ბორჯომში 64-ბინიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. რეაბილიტაცია სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და დევნილი ოჯახები ბინებს 2016 წლის სექტემბერში მიიღებენ. სოზარ სუბარმა გორში 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. მინისტრის განცხადებით, მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)